ახალი ამბები

შსს: ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში თურქეთიდან შემოდიოდა

17 თებერვალი, 2017 • 2740
შსს: ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოში თურქეთიდან შემოდიოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. 1981 წლიდან ე.წ. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. სამართალდამცველებმა იგი იმ დროს დააკავეს, როდესაც სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოდიოდა”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი