ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფერენდუმის წინააღმდეგია

17 თებერვალი, 2017 • 10935
აზერბაიჯანი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილი რეფერენდუმის წინააღმდეგია

“აზერბაიჯანი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს”, –  წერია ეუთოში [OSCE] აზერბაიჯანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში, რომლითაც აზერბაიჯანული მხარე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ რეფერენდუმს ეხმაურება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ რეფერენდუმს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის აშკარა დარღვევისა და რეგიონის მასიურად დევნილი მოსახლეობის ფონზე უნდა ჩატარადეს, იურიდიული ძალა ვერ ექნება.

“ეს უკანონო საქმიანობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებსა და პროცედურებს. აზერბაიჯანი საქართველოს კონფლიქტის  საერთაშორისო დონის ფორმატების ფარგლებში, პოლიტიკური დარეგულირების მხარდამჭერია”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას სამხრეთ ოსეთისთვის “ისტორიული სახელის – ალანიას” დაბრუნებაზე რეფერენდუმის გამართვის შესახებ. აღიშნული რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად გაიმართება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე, კერძოდ, პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი გამოეხმაურნენ. გარდა ამისა, ოფიციალური განცხადება გააკეთა აშშ-ს საელჩომ საქართველოში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი