მოვლენები
ფოტო: sputnik-abkhazia

აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა ამჯერად “დაჭრილთა ევაკუაციის” წვრთნები გაიარეს

რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკის ინფორმაციით, სამხრეთის ოლქის რუსული ბაზის სამედიცინო სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე არიან დისლოცირებული, წვრთნები გაიარეს.

წვრთნებში 100 მდე სამხედრო ექიმი იყო ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი ქალია. სასწავლო პროცესში ჩართული იყო სპეციალური ტექნიკა და სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

აფხაზეთის ტერიტორიებზე დისლოცირებული რუსეთის ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა სწავლებები პერიოდულად იმართება. უკანასკნელი დღეების განმავლობაში აფხაზეთის პოლიგონებზე რამდენიმე სახის სამხედროთა წვრთნა ჩატარდა. 

 

ფოტო: sputnik-abkhazia

ფოტო: sputnik-abkhazia

 

ავტორი