ახალი ამბები

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დაამტკიცა

17 თებერვალი, 2017 • 4727
განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დაამტკიცა

განათლების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების წესი დაამტკიცა. ამის შესახებ მინისტრის ბრძანება 16 თებერვლით თარიღდება.

მიუხედავად გრიფირების გამოცხადებისა, 2017-2018 სასწავლო წელს მოსწავლეები ძველი სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რადგან ვერ ესწრება ხარისხიანი წიგნების მომზადება. ეს განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ 7 თებერვალს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

გრიფირების წესში ნათქვამია, რომ გრიფირების ადმინისტრირებისათვის შეიქმნება ელექტრონულ სისტემა, რომლის მუშაობასა და უსაფრთხოებას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს.

სახელმძღვანელოების გრიფირება 4 ეტაპისგან შედგება:

I ეტაპი − გრიფირების გამოცხადება;

II ეტაპი − განაცხადების რეგისტრაცია;

III ეტაპი − რეცენზირება/მოსაზრების განხილვა;

IV ეტაპი − გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

გრიფირების წესი მოიცავს მითითებს მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოს, ასევე მოსწავლის რვეულის დიზაინთან დაკავშირებითაც.

გრიფირების წესი სრულად ნახეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი