ახალი ამბები

შსს-ს განცხადებით, მამუკა ახვლედიანი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს

16 თებერვალი, 2017 • 2409
შსს-ს განცხადებით, მამუკა ახვლედიანი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ხვალ, 17 თებერვალს დასაკითხად დაიბარეს.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით,”- აცხადებენ შსს-ში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, სად გაიმართება დაკითხვა.

საქალაქო სასამართლოში დაიკითხა ნიკა გვარამია დღეს, 16 თებერვალს იმ საქმესთან დაკავშრებით, რომელშიც მამუკა ახვლედიანიც ფიგურირებს.

საქმე ეხება 2016 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ჩანაწერს. ამ ჩანაწერზე შსს-მ გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლით დაიწყო. 14 თებერვალს შსს-მ გნაცხადა, რომ მამუკა ახვლედიანსა და ნიკა გვარამიას შორის ჩანაწერი ავთენტური იყო და გგვარამია მოწმის სტატუსით დაიბარა. გვარამია აცხადებს, რომ შსს-მ ექსპერტიზა გააყალბა და ჩანაწერი დამონტაჟებულია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი