ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაჭირდებათ

16 თებერვალი, 2017 • 17378
სომხეთში შესასვლელად რუსეთის მოქალაქეებს საზღვარგარეთის პასპორტი აღარ დაჭირდებათ

რუსეთის მოქალაქეები სომხეთში მოგზაურობის დროს მხოლოდ შიდა პასპორტებით ისარგებლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილების წესი სომხეთში ერთწლიანი პროცედურების გავლის შემდეგ დაამტკიცეს.

2017 წლის 24 იანვარს რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა სომხეთის პრემიერთან კარენ კარაპეტიანთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ხელმოწერილია შეთანხმება, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთში შიდა პასპორტებით გადაადგილებას ითვალისწინებს.

სომხეთის იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილება, რუსეთის მოქალაქეების სომხეთში გამგზავრების სტიმულირებისთვის მიიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი