ახალი ამბები

პრემიერი დეკანოზის საქმეზე: სავარაუდო მსხვერლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს

16 თებერვალი, 2017 • 1431
პრემიერი დეკანოზის საქმეზე: სავარაუდო მსხვერლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებას სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა.

“რაც მოხდა იმაზე, დეტალურ კომენტარს არ გავაკეთებ. იმიტომ რომ სპეკულაციათა უზარმაზარი ნაკადი მოჰყვა და ეს არის აბსოლუტურად უადგილო. გვინდა რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მუხტი ჩავაცხროთ. გამოძიებას მივცეთ საშუალება, რომ დაასრულოს გამოძიება. დაადგინოს ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბროთ საჯაროდ. მე ყველა დეტალს ვფლობ. როდესაც სასულიერო პირი მომწამლავი ნივთიერებით კვეთს საზღვარს და მოდის იქ, სადაც პატრიარქი იმყოფება, და ჩვენ მას ვაკავებთ რა თქმა უნდა დიდი უბედურების თავიდან აცილებაზეა საუბარი. სავარაუდო მსხვერლთა რაოდენობას და ვინაობას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა პატრიარქ ილია მეორის მონახულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი