ახალი ამბები

15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე მოსახლეობის ნაწილს პირადობის მოწმობების აღება უფასოდ შეეძლება

16 თებერვალი, 2017 • 16740
15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე მოსახლეობის ნაწილს პირადობის მოწმობების აღება უფასოდ შეეძლება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 15 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა კონკრეტულ კატეგორიას შეეძლება.

სამინისტროს ინფორმაციით, პირადობის მოწმობების აღება შეეძლებათ:

[checklist]

  • ვისაც არ გააჩნია არც პირადობის მოწმობა და არც პასპორტი
  • ვისი რეგისტრაციის მისამართი ფიზიკურად აღარ არსებობს
  • ვის შესახებაც მონაცემთა ბაზაში არასრული ინფორმაცია არსებობს: უსურათო/უხარისხო ჩანაწერის მქონე მოქალაქეები
  • ვინც რეგისტრაციიდანაა მოხსნილი
  • მისამართის გარეშე რეგისტრირებული პირები, თუ ისინი რეგისტრაციას გაივლიან იდენტიფიცირებად მისამართზე.

[/checklist]

სამინისტროს ცნობით, აქცია შეეხება სრულწლოვან და იმ პირებს, რომელთაც აქციის დასრულებამდე  უსრულდებათ 18 წელი.

სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული აქცია საარჩევნო სიის დახვეწის პროექტის ფარგლებში დაიწყო, იმისათვის, რომ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს არ შეეზღუდოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.

სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები თავისუფლდებიან საბუთის და ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი