ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს ბანკი Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს

16 თებერვალი, 2017 • 1621
საქართველოს ბანკი Mastercard ბარათის მფლობელებს შესაძლებლობას აძლევს ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწროს

საქართველოს ბანკმა განაცხადა, რომ  მსოფლიო გადახდების კომპანია Mastercard-თან ერთად  ექსკლუზიურ  აქციას იწყებს.

მომხმარებელს რომელიც, საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით ყველაზე მეტ ტრანზაქციას განახორციელებს, აქციის ფარგლებში სხვადასხვა პრიზები გადაეცემა.  

30 აპრილს კი სხვა გამარჯვებულებთან ერთად გამოვლინდება 3 თვის საუკეთესო გადამხდელის ვინაობა, რომელსაც საჩუქრად გათამაშების მთავარი პრიზი გადაეცემა. მთავარი პრიზი 2 კაციანი საგზურია უეფას ჩემპიონთან ლიგის 2017 წლის ფინალურ მატჩზე დასასწრებად.

აღნიშნული ფინალი უელსის დედაქალაქ კარდიფში გაიმართება. მთავარი პრიზი მოიცავს: ავიაბილეთების, აერპორტში ტრანსფერის, სასტუმროს, დაზღვევის და სავიზო მოსაკრებელის ხარჯებს.

აქციაში მონაწილეობისთვის, საჭიროა მომხმარებელმა განახორციელოს საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათით მინიმუმ 10 ლარის ოდენობის ტრანზაქცია (ექვივალენტი სხვა ვალუტაში). გათამაშებაში გათვალისწინებული იქნება სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში, ასევე ონლაინ შესყიდვისას საქართველოს ბანკის Mastercard-ის ბარათებით განხორციელებული გადახდები. აქციის ფაგრგლებში ჯამში 800-ზე მეტი ადამიანი დასაჩუქრდება სხვადასხვა საინტერესო პრიზებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი