ახალი ამბები

პრემიერმა ილია მეორე ბერლინის საავადმყოფოში მოინახულა

16 თებერვალი, 2017 • 2803
პრემიერმა ილია მეორე ბერლინის საავადმყოფოში მოინახულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 16 თებერვალს, გერმანიაში სამკურნალოდ მყოფი პატრიარქი ილია მეორე საავადმყოფოში მოინახულა.

ილია მეორეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია 13 თებერვალს ჩაუტარეს ბერლინის საავადმყოფოში, როგორც ექიმები ამბობენ, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გიორგი კვირიკაშვილი ილია მეორეს შეხვდა. 16.02.2017

გიორგი კვირიკაშვილი ილია მეორეს შეხვდა. 16.02.2017

პრემიერმა ილია მეორის მონახულება 13 თებერვალს დაანონსა, როდესაც გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საქმეს, რომელსაც ბრალად მკვლელობის მომზადება ედება. თავდაპირველად, პროკურატურამ განაცხადა, რომ დეკანოზი მაღალი სამღვდელო პირის მკვლელობას გეგმავდა და ბერლინში მიემგზავრებოდა, რა დროსაც იგი თბილისის აეროპორტში დააკავეს.

პრემიერმა 13 თებერვალს განაცხადა, რომ ეს გამოძიება პირად კონტროლზე ჰყავდა აყვანილი. მისი თქმით, სამართალდამცავმა უწყებებმა ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული აღკვეთეს და რომ მისი დაცვის წევრები ჩავიდნენ ბერლინში, რათა ადგილზე გაძლიერებული ყოფილიყო უსაფრთხოება.

მასალების გადაბეჭდვის წესი