ახალი ამბები

პროკურატურა: ვაკეში ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს

16 თებერვალი, 2017 • 6564
პროკურატურა: ვაკეში ინტერპოლის საქართველოს ბიუროს თანამშრომელს ცეცხლი გაუხსნეს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 15 თებერვალს ღამით, თბილისში  საქართველოს ინტერპოლის ბიუროს უფროს ინსპექტორ როსტომ ლორთქიფანიძეს ცეცხლი გაუხსნეს.

“ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 15 თებერვალს ღამის საათებში თბილისში შატბერაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ინსპექტორი როსტომ ლორთქიფანიძე კუთვნილი ავტომანქანით მეგობართან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, მას, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. თავის დაცვის მიზნით როსტომ ლორთქიფანიძემ კუთვნილი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით თავდამსხმელების მიმართულებით მოახდინა გასროლა. შედეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელსაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება,”- განუცხადს ნეტგაზეთს პროკურატურაში.

მათ არ დაუკონკრეტებიათ,  არის თუ არა დაჭრილი როსტომ ლორთქიფანიძე.

პროკურატურში გამოძიება როსტომ ლორთქიფანიძის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების მუხლებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი