Screen Shot 2017-02-16 at 12.16.40 PM

გამოკითხულთა უმრავლესობა საზმაუს 101 გადაცემის შეჩერების გზით რეფორმირებას არ ემხრობა – ნეტგაზეთის გამოკითხვა

ნეტგაზეთის ვებგვერდზე ჩატარებული ონლაინ-გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს ვასილ მაღლაფერიძის მიერ 6 თებერვალს წარმოდგენილ გეგმას, რომლის მიხედვითაც საზ.მაუწყებლის რეფორმირებისთვის 2018 წლამდე “მოამბის” გარდა ყველა გადაცემა უნდა გაჩერდეს.

გამოკითხვა ნეტგაზეთის ვებგვერდზე 6 თებერვალს დაიწყო და დღეს დასრულდა. ერთი IP მისამართიდან ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ იყო შესაძლებელი. გამოკითხვა რეპრეზენტატული არ არის და ის მხოლოდ ნეტგაზეთის მკითხველების აზრს ასახავს.

გეგმას მხარს არ უჭერს გამოკითხვაში მონაწილეთა 71%, 19% ამ გეგმის მომხრეა, 6% პასუხის გასაცემად საკმარის ინფორმაციას არ ფლობს, 2%-ს პასუხი არ აქვს, ხოლო დაახლოებით 1-მა პროცენტმა ჩამოთვლილი პასუხებისაგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვა. სულ გამოკითხვაში 1294 ხმა დაფიქსირდა.

Screen Shot 2017-02-16 at 12.16.40 PM

რაც შეეხება გამოკითხვაში Other (სხვა) კატეგორიაში დაფიქსირებულ პასუხებს, ის ასე გამოიყურება:

Screen Shot 2017-02-16 at 12.18.12 PM

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) მენეჯმენტმა 10 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე წარმოადგინა ახალი ხედვა, რომლის მიხედვითაც, ყველა გადაცემა (გარდა მოამბისა, რომელიც გეგმის მიხედვით ეთერში ყველა ვარიანტში დარჩება) კონკრეტული კრიტერიუმებისაგან შემდგარი მექანიზმით უნდა გაიფილტროს და ასე დადგინდეს, რომელი გადაცემა დარჩეს ეთერში და რომელი – არა. ეს ხედვა განსხვავდება იმ გეგმისაგან, რომელიც საზმაუს მენეჯმენტმა ორშაბათს წარუდგინა საზოგადოებას და არხზე მოამბის გარდა ყველა გადაცემის შეჩერება შესთავაზა 2018 წლამდე, თანხების დასაზოგად.

ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com