ახალი ამბები

ანონსი – 16 თებერვალი

15 თებერვალი, 2017 • 3985
ანონსი – 16 თებერვალი

წარმოგიდგენთ 16 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 

16 თებერვალს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ერთობლივი სხდომა გაიმართება. სამეურვეო საბჭო წარმოადგენს და საზოგადოებას გააცნობს, თუ რა კონკრეტული კრიტერიუმებით და ინდიკატორებით უნდა შეფასდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა.

10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში “რუსთავი 2″–ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული.

11:00 საათზე, საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს მთავრობის მიერ 9 თებერვალს მიღებული N73-ე დადგენილება, რომლის მიხედვით ხდება კერძო დაზღვეულების გამიჯვნა (გამოთიშვა) სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამიდან და ამ დადგენილების გავლენა როგორც ბენეფიციარებზე, ასევე სადაზღვევო სისტემაზე. მისამართი: მოსაშვილის ქ. N24, სადაზღვევო ასოციაცია, მე2 სართული

11:00–დან 19:00 საათამდე, საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ გაიმართება უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე–7 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2017. გამოფენას 11:00 საათზე განათლების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა დაათვალიერებს. ადგილი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, პავილიონი N11. მისამართი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი N118.

11:00 საათზე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ინიციატივა „საქართველოს ბანკს“ – „რუსთავის აზოტის“ ქარხნის კრიზისიდან გამოსავალი. ადგილი: „რეპორტიორის“ პრესკლუბი.

11:30 საათზე, პარლამენტის მე-8 მოწვევის დეპუტატი და „ქართული ოცნების“ წევრი დათო ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს. ადგილი: „რეპორტიორის“ პრესკლუბი.

12:00 საათზე, N112-ე საჯარო ბაგა-ბაღს მსახიობი ბაია დვალიშვილი ესტუმრება და ბავშვებს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მის საყვარელ ზღაპრებს წაუკითხავს. ღონისძიებას დაესწრება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა. მისამართი: ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. N14. საკონტაქტო პირი: თამარ კვირტია – 577173004.

12:00 საათზე, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის კონკურსის მონაწილე, ჟურნალისტთა კავშირ „სხივის“ პრეზიდენტი თამაზ ბიბილური ბრიფინგს გამართავს. ადგილი: „რეპორტიორის“ პრესკლუბი.

13:00 საათზე, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი სარჩელი. ადგილი: „თბილისი მერიოტი“, “სანადიმო” დარბაზი. საკონტაქტო პირი: გიორგი ახვლედიანი – 591779898.

14:00 საათზე, გურჯაანის მუსიკალური სკოლის დარბაზში, „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული კონფერენცია გაიმართება, სადაც რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს აირჩევენ.

14:00–დან 18:00 საათამდე, “სდასუ”–ს დიდ დარბაზში (I სართული) გაიმართება “საინფორმაციო დღე” აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯრის ფარგლებში გამოცხადებული პროექტების მიღების თაობაზე. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ესტუმრება ევროპული კომისიისა და ევროპის განათლების, აუდიოვიზუალური და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) წარმომადგენელი, პროგრამის მენეჯერი – Gabriela SCIBIORSKA.

17:00 საათზე, გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში დიდი ინტერაქტიული გამოფენა – „ეკოაზროვნება – ვისწავლოთ ბუნებისგან“ გაიმართება, რომელსაც დაესწრებიან განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი შტეფან ვაკვიცი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე გერლინდე მასუდი. მისამართი: ზანდუკელის ქ. N16.

მასალების გადაბეჭდვის წესი