ახალი ამბებისაზოგადოება

თამბაქოს არაეფექტური კონტროლი – ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

15 თებერვალი, 2017 • 9054
თამბაქოს არაეფექტური კონტროლი – ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც თამბაქოს კონტროლის სფეროში, საქართველოში არსებულ მდგომარეობას ეხება, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულება არაეფექტურია.

ის, რომ ქვეყანაში არ მოქმედებს თამბაქოს პროდუქციის რეკლამირების აკრძალვის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი სისტემა და თამბაქოს კონტროლის კუთხით არსებული საერთაშორისო სტანდარტები მინიმალურადაა დაკმაყოფილებული, ასევე  რეგულაციები არ ეხება ელექტრონულ სიგარეტსაც, სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან ნაკლად მიიჩნევს.

ომბუდსმენის ანგარიშით, რეგულაციების  არაეფექტურობაზე სტატისტიკაც მეტყეველებს.

თამბაქოს რეალიზაციისა და მოხმარების წესების დარღვევას ორი უწყება უწევს ზედამხედველობას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ შინაგან საქმეთა სამინსიტროდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ უწყებამ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სამართალდარღვევათა უმრავლესობა 2013 წლის მაის-ივნისსა და 2014 წლის პირველ კვარტალში გამოავლინა. 2015 წელს კი სამინისტროს წარმომადგენლებს თამბაქოს რეალიცაზიისა და მოხმარების წესების დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აქვთ გამოვლენილი,  რომელთაგან, ერთი სამართალდარღვევის ოქმი არასრულწლოვანისთვის თამბაქოს ნაწარმის მიყიდვის ფაქტს, მეორე კი მეტროსადგურის ვესტიბულში თამბაქოს მოხმარების ფაქტს ეხება:

“წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან თამბაქოს კონტროლის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არა სისტემურ, არამედ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. 2015 წელს კი თვალშისაცემია თამბაქოს კონტროლის სფეროში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მხრიდან გამოვლენილი უმოქმედობა” – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება სსიპ შემოსავლების სამსახურს, წრმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ივნისამდე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდესქსის 155/3 მუხლის დარღვევის  876 ფაქტი გამოვლინდა.

ეს მუხლი  თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობას ეხება. მაგალითად, თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია იმ სავაჭრო ობიექტში, სადაც წარმოებს ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების რეალიზაცია, ასევე თამბაქოს პროდუქციის რეალიზაცია სკოლამდელი აღზრდის
დაწესებულებაში, სკოლაში, 18 წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილ
დაწესებულება-ორგანიზაციებში და მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით და ასე შემდეგ.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, არცერთ ორგანოს რეგულაციის დამრღვევისთვის ჯარიმის დაკისრების უფლება არ აქვს, მათ კომპეტენციაში მხოლოდ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა შედის, რაც აღსრულების მექანიზმს მოუქნელს ხდის.

სახალხო დამცველის თქმით, მნიშნველოვანია, რომ პარლამენტმა მოქმედი კანონმდებლობ შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან. კერძოდ:

[checklist]

  • მოწევა სრულად უნდა აიკრძალოს დაწესებულებების დახურულ შენობებში. საკანონმდებლო დონეზე უნდა გამარტივდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დარღვევის ადმინისტრირება.
  • აღმასრულებელმა ხელისუფლებამ  მყისიერად უნდა უზრუნველყოს თამბაქოს პროდუქსიის მავნებლობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პირთათვის თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის კონსულტაციისა და მკურნალობის შესაბამისი სერვისების განვითარება.

[/checklist]

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2016 წლის პირველ კვარტალში თამბაქოს მოხმარების შეწყვეტის საკონსულტაციო ცხელი ხაზის მომსახურებით მხოლოდ 29 ადამიანმა ისარგებლა, თუმცა სერვისი მხოლოდ სატელეფონო ზარს მოიცავს და არ ხდება ბენეფიციარების მიდევნება.


თამბაქოს მოხმარება საქართველოში

  • სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის 30,6 პროცენტი მწეველია. მეორად კვამლის ზემოქმედებას კი მოსახლეობის 38 % განიცდის.
  • თამბაქოსა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის მიხედვით კი საქართველოში თამბაქოს რეგულარულად სკოლის მოსწავლეების 12% მოიხმარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი