ახალი ამბები

როგორ მიიღებს საგადასახადო ინფორმაციას თქვენი საბანკო ოპერაციების შესახებ

14 თებერვალი, 2017 • 4154
როგორ მიიღებს საგადასახადო ინფორმაციას თქვენი საბანკო ოპერაციების შესახებ

საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 14 თებერვალს დააკმაყოფილა მოქალაქე ლევან ალაფიშვილის სარჩელი და ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია „ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით“ გათვალისწინებული რეგულაცია „საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლთან მიმართებით.

დღემდე არსებული რეგულაციით, კომერციული ბანკი არ იყო ვალდებული პირის პერსონალური მონაცემების შესახებ [მათ შორის, შემოსავლები, ფინანსური ტრანზაქციები] მიეწოდებინა ინფორმაცია საგადასახადო ორგანოსთვის სასამართლოს თანხმობის გარეშე. ანუ, თუკი საგადასახადო სამსახური პირის საბანკო მონაცემებით დაინტერესდებოდა, მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა და მხოლოდ მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში იღებდა ამ მონაცემებზე წვდომას.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევდა, რომ სასამართლო განხილვის პროცესში ჩართული უნდა იყოს მხარედ ის პირი, ვისი პირადი ინფორმაციის მოპოვებითაც არის დაინტერესებული საგადასახადო ორგანო. გარდა ამისა, აქამდე არ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი