ახალი ამბები

“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14 თებერვალი, 2017 • 2689
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 14 თებერვალს ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2016”-ის გამარჯვებულები გამოავლინა.

  • საუკეთესო სტატია – ნინო ლომაძე, “ინდიგო”.
  • საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში – სოფიო ვასაძე, რადიო “ჯიპა”.
  • საუკეთესო საგამოძიებო სტატია – ნატო გოგელია, “გურიანიუსი”.
  • საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი – ნინო რამიშვილი და გიორგი მგელაძე, სტუდია “მონიტორი”.
  • საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი – ნინია კაკაბაძე, “ჯემნიუსი”.
  • საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – გიორგი ლონდარიძე, “სამხრეთის კარიბჭე”.
  • EUMM-ის ჯილდო მშვიდობის ჟურნალისტიკაში – გვანცა დოლუაშვილი, “ჯემნიუსი”.

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალსიტიკაში 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი