ახალი ამბებირეკლამა

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში “ინოვასთან” სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას აფორმებს

14 თებერვალი, 2017 • 4166
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში “ინოვასთან” სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულებას აფორმებს

წელს, თბილისში ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობა დაიწყება.  საერთაშორისო სტანდარტების ამერიკული ჰოსპიტალის მშენებლობის პროექტი, რომელსაც ერთობლივად ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, “კონტი ჯგუფი“ და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი განახორციელებენ,იმპლემენტაციის შემდეგ ფაზაზე გადადის. დასრულდა ჰოსპიტალის ოპერატორის არჩევის  პროცესი და შეთანხმება გაფორმდა  „ინოვა ჯანდაცვის სისტემასთან“.  

„ინოვასა“ და ამერიკულ ჰოსპიტალს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა.

„ინოვა ჯანდაცვის სისტემა“ ინტეგრირებული ჰოსპიტალების ქსელს წარმოადგენს, რომელშიც დასაქმებულია 16 000-ზე მეტი ადამიანი და  ემსახურება აშშ-ს დედაქალაქის უდიდეს ნაწილს. „ინოვა“აერთიანებს წამყვან კვლევით ინსტიტუტებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ონკოლოგია, გულის დაავადებათა ინსტიტუტი, ნეირო-მეცნიერებათა ინსტიტუტი და ბავშვთა ჰოსპიტალი. მართავს რა 1700-ზე მეტ თანამედროვე საწოლს, „ინოვა“ ემსახურება წელიწადში 2 მილიონზე მეტ პაციენტს.

საქართველოში ამერიკული ჰოსპიტალის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 42 მილიონი დოლარი იქნება. პირველ ეტაპზე, ჰოსპიტალი 80 საწოლზე იქნება გათვლილი და აქცენტს გააკეთებს ისეთ სამედიცინო სერვისებზე, რომელთა განვითარების დონე საქრთველოში დაბალია და კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უწევთ გამგზავრება.

ამერიკულ ჰოსპიტალში JCI (Joint Commission International)-ს უმაღლესი ამერიკული სტანდარტები და ტექნოლოგიები დაინერგება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.  JCI გულისხმობს ყველა იმ ძირითადი პარამეტრის გათვალისწინებას, რასაც თანამედროვე ჰოსპიტალი უნდა აკმაყოფილებდეს, მათ შორის, ტექნიკური უზრუნველყოფა, სამშენებლო მასალები, აპარატურა, პერსონალის მომზადების ხარისხი, პროცედურების ჩატარების სქემა, ხარისხის კონტროლი და ა.შ. გარდა ამისა, ჰოსპიტალში სამუშაოდ მიიწვევენ ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ ექიმებს, რომელთაც საშუალება მიეცემათ თავიანთი პროფესიული მოღვაწეობა საქართველოში გააგრძელონ.

ამერიკული ჰოსპიტალის ბაზაზე დაგეგმილია სამედიცინო ჰაბის შექმნა, სადაც ასევე ჩამოყალიბდება დაგანვითარდება სასწავლოსამედიცინო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სამედიცინო დარგისპროფესიონალთა მომზადებას და ქსელის გაფართოებას.  ჰოსპიტალი მოემსახურება არა მხოლოდ საქართველოს არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი