ახალი ამბები

“რუსთავი 2” 19 თებერვალს პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს

14 თებერვალი, 2017 • 1641
“რუსთავი 2” 19 თებერვალს პარლამენტის შენობასთან აქციას გამართავს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის , ნიკა გვარამიას განცხადებით, სამართლიანობისა და უფლებების დაცვის მოთხოვნით თბილისში, 19 თებერვალს აქციას გამართავენ.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, 14 თებერვალს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ დღეებში გადაწყდება რუსთავი 2-ის თავისუფალი სიტყვის და დემოკრატიის ბედი, ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია სწორედ აქეთ არის მიმართული. ეს მედია კომპონენტია მათზე ზეწოლის, მაგრამ არა მხოლოდ მედიის მეშვეობით ხდება მათზე ზეწოლა. ამიტომ, ჩვენ რუსთვავი 2-ელებმა მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება: კვირას, 14:30-ზე, ჩვენ ვიკრიბებით ძველი პარლამენტის შეობასთან რუსთავიელზე, ვიდგებით იქ ყველანი, როგორც ერთი, და მოვითხოვთ სამართლიანობას, მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი