ახალი ამბები

Aerosmith-ის ვებ-გვერდზე საქართველოში კონცერტი არ იძებნება, თუმცა Black Sea Arena გაუქმებას არ ადასტურებს

14 თებერვალი, 2017 • 3237
Aerosmith-ის ვებ-გვერდზე საქართველოში კონცერტი არ იძებნება, თუმცა Black Sea Arena გაუქმებას არ ადასტურებს

ამერიკული როკ-ჯგუფის, “აეროსმიტის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქარველოში, “ბლექ სი არენაზე” 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის შესახებ ინფორმაცია გამქრალია, თუმცა, საქართველოში აცხადებენ, რომ ეს ტექნიკურ პრობლემას უკავშირდება და კონცერტი არ გადადებულა.

“ბლექ სი არენას” დირექტორის, დიმიტრი ბერიძის ინფორმაციით, კონცერტი არ გადადებულა და “აეროსმიტის” საიტზე, ევროპაში დაგეგმილი ტურის ჩამონათვალში საქართველოს შესახებ ინფორმაციის ამოღება ტექნიკურ საკითხებს უკავშირდება.

დიმიტრი ბერიძემ ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ მომავალ კვირაში დაანონსდება ინფორმაცია ბილეთების გაყიდვის შესახებ.

“არაფერი საფრთხე არ არის. რამე რომ ყოფილიყო, ჩვენ გავაკეთებდით განცხადებას. ხელშეკრულება გაფორმებულია და ჰონორარის ნახევარი გადარიცხულია. არანაირი პრობლემა არ არის, ტექნიკურად ასწორებენ რაღაცას, პაკეტებს ქმნიან, რა პაკეტების მიხედვითაც ლინკები უნდა მიებას. მალე დადებენ, მეც მივწერე წერილი, იქნებ მალე გაასწოროთ მეთქი,”- განაცხადა დიმიტრი  ბერიძემ.

“აეროსმიტი” 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16 ჯერ იყო წადგენილი, ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო. ამ კატეგორიაში ჯილდოების რაოდენობით “აეროსმიტს” მხოლოდ U2 უსწრებს. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის დაიმკვიდრა თავი.

მასალების გადაბეჭდვის წესი