ახალი ამბები

ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან კავშირზე ბრალდებების შემდეგ გადადგა

14 თებერვალი, 2017 • 2086
ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რუსეთთან კავშირზე ბრალდებების შემდეგ გადადგა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რუსეთთან კავშირის ბრალდებების შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა. როგორც უცხოური მედია იუწყება, მაიკლ ფლინსა და რუსეთის ელჩს რეგულარულად ჰქონდათ სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც შესაბამის უწყებებს არასრულ ინფორმაციას აწვდიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფლინს ელჩისთვის აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებდნენ.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველსა და შტატებში რუსეთის ელჩს შორის კორესპონდენცია რამდენიმე სატელეფონო ზარს მოიცავს 29 დეკემბერსაც. ეს ის დღეა, როცა ბარაკ ობამას გადაწყვეტილებით, აშშ-დან რუსეთის ფედერაციის 35 დიპლომატი გააძევეს, თუმცა, ტრამპის სპიკერი ამბობდა, რომ ეს საუბარი ერთი დღით ადრე, 28 დეკემბერს შედგა.

უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გააფრთხილა თეთრი სახლი აღნიშნული კონტაქტის შესახებ და უთხრა, რომ ფლინი შესაძლოა რუსეთის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლი იყოს.

თავად გენერალი საკუთარ წეილში გათავისუფლების თხოვნით, ამბობს, რომ გარდამავალი პერიოდის  ფარგლებში მრავალი სატელეფონო ზარი განახორციელა,  უცხოელ კოლეგებთან და ელჩებთან, რაც მის საქმიანობაში დამკვიდრებული პრაქტიკაა და ამ ზარების მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება იყო. თუმცა, მოვლენათა სწრაფი ტემპით მიმდინარეობის გამო, წინასწარი განზრახვის გარეშე, არასაკმარისი ინფორმაცია მიაწოდა არჩეულ პრეზიდენტს და სხვა თანამდებობის პირებს საკუთარი საუბრების შესახებ რუსეთის ელჩთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი