ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

Amnesty International აცხადებს, რომ ბლოგერი ლაპშინის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საფრთხეს შეიცავს

13 თებერვალი, 2017 • 8463
Amnesty International აცხადებს, რომ ბლოგერი ლაპშინის აზერბაიჯანში ექსტრადიცია საფრთხეს შეიცავს

“აზერბაიჯანელი ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი, რომელიც მთიან ყარაბაღში ვიზიტის გამო აზერბაიჯანში ბრალდებულია, წამების საფრთხის ქვეშაა”-  აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International.

Amnesty international მიიჩნევს, რომ ლაპშინის წინააღმდეგ ბრალდება და მისი გადაცემა აზერბაიჯანული მხარისთვის მის [ალექსანდრ ლაპშინის] მიერ აზერბაიჯანის სასაზღვრო კონტროლის სისტემის კრიტიკასა და ქვეყანაში სოციალურ უთანსწორობაზე საუბარს უკავშირდება.

ბრალდებას “სახელმწიფოს წინააღმდეგ საჯარო მოწოდებები” არ აქვს რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რამდენდაც, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების კრიტიკა მხოლოდ აზრის გამოხატვის თავისუფლების სფეროს საკითხია.

გარდა ამისა, Amnesty international აცხადებს, რომ ალექსანდრ ლაპშინი “აზერბაიჯანში წამებისა და უსამართლო სასამართლო გარჩევის საფრთხის ქვეშაა”.

ბელარუსი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნას ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიციის შესახებ. ბლოგერი 7 თებერვალს ბაქოში სპეცრეისით გაამგზავრეს.

აზერბაიჯანში ლაპშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული. ბლოგერს ბრალი ედება “მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე შესვლა და სეპარატიზმის მხარდაჭერა საჯარო გამოსვლებში”. ამ ბრალდებების საფუძველზე ლაპშინი ინტერპოლის საერთაშორისო ძიებაში იყო. ლაპშინს სამი ქვეყნის – რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს, თუმცა მინსკი შემხვედრ ნაბიჯზე არ წავიდა.

ლაპშინის აზერბაიჯანისთვის გადაცემის  ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო ურთიერთოებების სულისკვეთებისთვის შეუსაბამო უწოდა:

“7 თებერვალს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ დახურულ რეჟიმში განიხილა და არ დააკმაყოფილა ლაპშინის საჩივარი ბელარუსის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის შესახებ”. აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი ზომებს მიიღებს მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად.ბელარუსის გადაწვეტილებას სომხეთისა და ყარაბაღის მხარეების მწვავე განცხადებებიც მოჰყვა.

“სომხეთის ხელისუფლებამ ბელარუსთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა შეაჩეროს და ბელარუსის ელჩი იგორ ნაზარუკი ქვეყნიდან უნდა წავიდეს”, – ეს იყო ძირითადი მესიჯი ერევანში 2017 წლის 8 თებერვალს გამართული აქციის, სადაც 50-მდე მოქალაქემ, მათ შორის პოლიტიკოსებმა, ბელარუსის მიერ აზერბაიჯანისთვის ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინის გადაცემა გააპროტესტეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი