ახალი ამბები

ენმ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს

13 თებერვალი, 2017 • 3699
ენმ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის საქმეზე სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილი თქმით, ამ ჯგუფმა საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია უნდა მიიღოს:

“უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ამ საქმით. ვიცით რაოდენ დიდ როლს თამაშობს მისი უწმინდესობა ჩვენი ქვეყნის სტანილურობის შენარჩუნებისთვის. საქმე უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისაა და მოველით, რომ პროკურატურა დეტალურ ინფორმაციას მოგვაწვდის. კარგი იქნება სპეციალური ჯგუფი შეიქმნას პარლამენტში, რომელსაც ექნება ყველა ის დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე შესაძლოა, საჯაროდ არ გააჟღერა პროკურატურამ. ”

საქარველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

საქარველოს მთავრი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე  10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით  დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციითვე, გიორგი მამალაძემ შეიძინა მომწამვლელი ნივთიერება ნატრიუმის ციანიდი, რითაც “მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა” უნდა მოეხდინა. ირაკლი შოთაძემ არ დააკონკრეტა, თუ რომელი მაღალი სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფაზე იყო საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი გერმანიაში გამგზავრებამდე სჭირდებოდა. პატრიარქი ილია მეორე 2 თებერვლიდან გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და  თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები,” – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი