ახალი ამბები

შსს-ს განცხადებით, პირს ჩხრეკისას 1 633 აბი MDMA აღმოუჩინეს

11 თებერვალი, 2017 • 2289
შსს-ს განცხადებით, პირს ჩხრეკისას 1 633 აბი MDMA აღმოუჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში წარსულში ნასამართლევი 29 წლის პირი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 185,1 გრამი ბუპრენორფინის შემცველი 460 აბი და 15 ნატეხი, ასევე, 640,61 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი 1633 აბი, აბის ნატეხები და ფხვნილი ამოიღეს. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, გ.ს.-ს მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა,”- აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეიბს, რაც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას.

შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი