ახალი ამბები

მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

10 თებერვალი, 2017 • 1886
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რომელიც შეერთებულ შტატებს სტუმრობს, 10 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივნს შეხვდა.

მინისტრის აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან შეხვედრის ფოტოები და ვიდეო კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჯანელიძის თქმით, შეხვედრაზე რეგიონში საქართველოს როლის გარდა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებაც ისაუბრეს და საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მტკიცე მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

მანამდე მიხეილ ჯანელიძე აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველ მაიკლ ფლინს შეხვდა და საგარეო უწყების ცნობით მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა   „საქართველოს მიმართ როგორც პერსონალური, ასევე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გამოხატული ინტერესისა და მხარდაჭერისათვის, ხაზი გაუსვა ამერიკა-საქართველოს ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორობას“.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ში სენატორებსაც შეხვდა.

აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს ქართველი მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე [მარცხნივ]   აშშ-ს ახალ სახელმწიფო მდივანთან რექს ტილერსონსთან [მარჯვნივ] შეხვედრაზე. 10 თებერვალი, ვაშინგტონი, აშშ. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი