ახალი ამბები

ბაჩო ახალაია დაკავებულია

7 ნოემბერი, 2012 • 1336
ბაჩო ახალაია დაკავებულია

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, დაკავებულია ბაჩო ახალაია.

მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ბაჩო ახალაია 6 ნოემბერს დაიბარეს დაკითვაზე მოწმის სტატუსით.  იგი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს.


ადვოკატის ცნობით, გამოძიება მას თავდაცვის მინისტრობის დროს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, თუმცა კონკრეტული დეტალები ჯერ ცნობილი არ არის. 


ახალაიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა დატოვა, თუმცა გუშინ დაბრუნდა და განაცხადა, რომ მზადაა ყველა  შეკითხვას გასცეს პასუხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი