ახალი ამბები

პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის უფლებამოსილება სცნო

10 თებერვალი, 2017 • 3481
პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის უფლებამოსილება სცნო

დღეს, 10 თებერვალს პარლამენტმა მანანა კობახიძის ადგილმონაცვლის, ანრი ოხანაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო.

“ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტმა ანრი ოხანაშვილის უფლებამოსილება 105 ხმით 1 ხმის წინააღმდეგ სცნო.  ანრი ოხანაშვილი აქამდე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის ამ თანამდებობაზე 2016 წლის 7 დეკემბერს დანიშნეს.

პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ანრი ოხანაშვილი არის  სამართალმცოდნეობის ბაკალავრი, სამართალმცოდნეობის მაგისტრი, LL.M.-იენა, დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით.

8 თებერვალს, პარლამენტმა მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩია. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტმა 101 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი