ახალი ამბები

სერგეენკო: საზმაუდან დათხოვილთა კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში ჩავერთვებით მოლაპარაკებებში

10 თებერვალი, 2017 • 3004
სერგეენკო: საზმაუდან დათხოვილთა კოლექტიური შრომითი დავის შემთხვევაში ჩავერთვებით მოლაპარაკებებში

დავით სერგეენკო საზოგადოებრი მაუწყებელში მიმდინარე პროცესების აფასებს:

“დღევანდელი შეხვედრის ფორმატში განხლული იქნება ყველა ეს საკითხი. რაც შეეხება პირადას ჩემს მოსაზრებას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, ყველა დეტლში არ ვარ ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პროცესი ვითარდება შემდეგნაირად, რომ არის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მსჯელობს ამ კომპანიის გამვითარებაზე, რამდენად ასრულებს თავის ამოცანებს და ის იღებს გადაწყვეტილებებს ამ მიმართულებით. შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ ტელეკომპანიის პოლიტიკას გნსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო და მისი დირექტორი, თუმცა ჩვენ გვაქვს გარანტია იმისა, რომ იქ მომუშავე ადამიანების, როგორც დასაქმებულების, ისე დამსაქმებლების უფლებები იქნება მაქსიმალურად კანონით დაცული. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას აქვს მოლოდინი, რომ შრომის ინსპექცია ან შრომითი დავების მედიაცია არის რაღაც მოკლე ვადებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიმღები… სინამდვილეში, ამას თავისი პროცედურა აქვს; თუ [საზოგადოებრივი მაუწყებლიდან] გათავისუფლებული თანამშრომლები მოგვმართავნ და ამას მიენიჭება კვალიფიკაცია კოლექტიური შრომითი დავის, როგორც ეს აზოტის შემთხვევაში იყო და ჩვენ 24 საათის განმავლობაში მყისიერად ჩავერთეთ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება.”

პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ რუსთავის “აზოტიდან” დამატებით 350 თანამშრომლის გათავისუფლებააა დაგეგმილი, სერგეენკო ამბობს:

“ეს მიმდინარე პროცესია. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვეულებრივ შრომით მედიაციაში შრომითი მედიაციის სამსახურის ფუნქცია არის ის, რომ მონახოს ოქროს შუალედი, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს ორივე მხარეს. აზოტის შემთხვევაში წარმოდგენილია რმდენიმეპუნქტიანი მოთხოვნები დასაქმებულების და გათავისუფლებული ადამიანების მხრივ. აქედან რიგ პუნქტებზე მოხდა შეთანხმება დამსაქმებლებთან, ხოლო რიგ პუნქტებზე ახლაც მიმდინარეობს მსჯელობა. შრომითი მედიაციის ამოცანა არის, რომ ასეთი დავები მღელვარებიდან და საპროტესტო აქციებიდან მოაქციოს კანონის ველში და მაქსიმალურად დაიცვას ჩვენი მქალაქეების ინტერესი.”

სერგეენკომ ასევე უპასიხა ჟურნალისტების შეკითხვას სხვა კომპანიებშიც წარმოქმნილ შრომით პრობლემებზე, როგორიცაა, მაგალითად, “ფრესკოს” ან “ბიბლუსის შემთხვევაში”:

“მე შემიძლია მოგახსენოთ მოკლე რეტროსპექივა, ორწლინახევრის განმავლობაში, რაც დაფუძნდა შრომითი მედიაცია, მათგან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმე იყო, ასეთი კოლექტიური შრომითი დავები 12 შემთხვევაში და აქედან 6 შემთხვევა დამთავრდა მორიგებით და მშვიდობინად. დანარჩენ 6 შემთხვევაში ვერ შეთანხნდნენ მხარეები და გადაეცა სასამართლოს; თუ ვერ მოხდა მორიგება შრომითი მედიაციით, შემდეგი ინსტანცია არის უკვე სასამართლო.”

ეს განცხადებები შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგით მესამე შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი