ახალი ამბები

ეკა ბესელია ოთარ კახიძეს: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ

10 თებერვალი, 2017 • 3586
ეკა ბესელია ოთარ კახიძეს: ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ, ეკა ბესელია და ოთარ კახიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

“თქვენ რუსეთის აგენტები გამოაცხადეთ პოლიტპატიმრებად,” – მიმართა ეკა ბესელიას “ევროპული საქართველოს” წევრმა, ოთარ კახიძემ.

ეკა ბესელიამ კი განაცხადა, რომ ოთარ კახიძე საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავია:

“შენც ხარ მაგ სისტემის ნაწილი და შეწყვიტე მაგ თემაზე ლაპარაკი. შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ. მოძალადეთა თანამონაწილე ხარ,” – აღნიშნა  ბესელიამ.  რაზეც ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ ეკა ბესელიამ კარიერიერა ცილისწამებით გაიკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი