ახალი ამბები

პარლამენტმა გია ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

9 თებერვალი, 2017 • 5449
პარლამენტმა გია ცერცვაძის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

დღეს, 9 თებერვალს, პარლამენტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის რეზოლუციის პროექტს, რომელიც ჯარისკაცების პირადი მონაცემების გასაჯაროების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეხება.

პარლამენტის დადგენილების პროექტი ” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი სამხედრო მოსამსახურეების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გაცემისა და მათი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დანაშულებრივი ხელშეწყობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე” 11 ხმით 84 ხმის წინააღმდეგ ჩავარდა.

48 წლის გია ცერცვაძეზე ინტერპოლმა რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. 2017 წლის 15 იანვარს ცერცვაძე უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს, 17 იანვარს კი კიევის სასამართლომ 40 დღით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საპარლამენტო უმცირესობასა და ენმ-ში აცხადებენ, რომ ცერცვაძის შესახებ მონაცმები რუსეთს საქართველომ გადასცა.

გია ცერცვაძე უკრაინის პროკურატურამ 26 იანვარს გაათავისუფლა პატიმრობიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი