ახალი ამბები

ომბუდსმენი: გაუგებარია, რატომაა აუცილებელი მაუწყებელში 11 თვით გადაცემების შეჩერება

9 თებერვალი, 2017 • 3881
ომბუდსმენი: გაუგებარია, რატომაა აუცილებელი მაუწყებელში 11 თვით გადაცემების შეჩერება

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების გეგმასთან დაკავშირებით არსებობს.

„რეფორმა მაუწყებელში არის აუცილებელი, მაგრამ რეფორმა არ უნდა შეეხოს ჟურნალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მოქმედებენ. მაქსიმალურად უნდა იყოს მათი უფლებები დაცული. კითხვის ნიშნები არსებობს, თუ რატომ არის საჭირო 11 თვით გადაცემების გაჩერება. მით უმეტე, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური პროცესები: საკონსტიტუციო რეფორმა, მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მაუწყებელს, სხვა მედიისგან განხვავებით, აქვს დამატებითი ვალდებულება კანონის თანახმად, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე. ამ ვადებულების შესრულება არის აუცილებელი. მე, მაგალითად, ვერ მოვისმინე, რატომ არის აუცილებელი სხვადასხვა ტელე თუ რადიოგადაცემის დახურვა ამდენი ხნის განმავლობაში. ეს, რა თქმა უნდა, არის კითხვის ნიშანი, რომელიც დგას, და მაქსიმალურად უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ კანონის ფარგლებში წარიმართოს პროცესი. ჩართული ვართ ამ პროცესში, ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა წარადგინა გეგმა, რომლის მუხედვითაც, მისი დაპირებით, განახლდება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

გეგმის მიხედვით, საჭიროა მაუწყებლის ტექნიკური აღჭურვა, რეგიონში ოფისების შექმნა.

გეგმის მიხედვით, 11 თვით შეჩერდება გადაცემები საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ამ გეგმის გამო პროტესტი გამოთქვეს მაუწყებლის ჟურნალისტების ნაწილმა, ასევე, საკითხით დაინტერესებულმა ადამიანებმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი