ახალი ამბები

პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

8 თებერვალი, 2017 • 4441
პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის პრეს-სპიკერის, ეკა მიშელაძის თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში:

„ საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, თუ რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. დღეს გაიმართა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებთან. საუბარი კონკრეტულად შეეხო იმას, თუ რა ხდება, როგორი არის ზოგადად მისი განვითარების გეგმა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მიიღო სრული ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი წევრებისგან“- თქვა მიშველაძემ.

როგორც შეხვედრის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა განაცხადეს, შეხვედის მიზანი პრეზიდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო. სულხან სალაძის თქმით, პრეზიდენტი დაინტერესდა საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით, თუმცა შეხვედრის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილს არ ჰქონია მცდელობა ისეთ დეტალებში შესულიყო, რაც სამურვეო საბჭოს ან მაუწყებლის მენეჯმენტის კომპეტენციაა:
“პრეზიდენტს არ ჰქონია მცდელობა რომ რაიმე შიდა დეტალებში შესულიყო, რომელიც არის სამეურვეო საბჭოს ან მენეჯმენტის კომპეტენცია. საუბარი შეეხებოდა ზოგადად იმ გამოწვევებს, რაც ტელევიზიის წინაშეა – ზოგადად საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშეა. იმ გეგმამ, რაც არის წარმოდგენილი, რა ეტაპები უნდა გაიაროს დამტკიცებამდე. ეს იყო ერთგვარი ინფორმაციის მიწოდების საშუალება, რომ პრეზიდენტს ცოტა მეტი ინფორმაცია მიეღო ამ საკითხებთან დაკავშირებით” – თქვა GPB-ის სამეურვეო საბჭოს წევრმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ. 

6 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა და მენეჯმენტმა საზოგადოებას გააცნეს მათ მიერ შემუშავებული გეგმა, რომელსაც სამეურვეო საბჭოს და მოსახლეობას მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარებისთვის სამსჯელოდ სთავაზობენ. გეგმა 2018 წლამდე ყველა გადაცემის შეჩერებას ითვალისწინებს, გარდა მოამბისა. ოპტიმიზაციის შედეგად კი იგეგმება არხის ტექნიკურ-ტექნოლოგიური და მატერიალური განახლება, ასევე არქივის გაციფრულება.

ამავე თემაზე – დაბალი ხელფასები, მოძველებული კამერები, “პეტლიჩკები” – რა პრობლემებს უჩივიან საზმაუს თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი