ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბელარუსმა ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანს გადასცა

8 თებერვალი, 2017 • 3528
ბელარუსმა ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანს გადასცა

მინსკის გადაწყვეტილებით, რომელიც რუსეთის მოქალაქის, ალექსანდრ ლაპშინის აზერბაიჯანისთვის გადაცემას შეეხება, რუსეთის, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებები იმედგაცრუებული არიან , – წერს გამოცემა კავკაზკსი უზელი.

ალექსანდრ ლაპშინს ბაქოს აეროპორტში  7 თებერვალს კავკაზკი უზელის კორესპონდენტი ესაუბრა.

ბელარუსი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარის მოთხოვნას ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიციის შესახებ. ბლოგერი 7 თებერვალს ბაქოში სპეცრეისით გაამგზავრეს, საიდანაც ხელბორკილებით აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებმა წაიყვანეს. ამჟამად ის აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

აზერბაიჯანში ლაპშინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული. ბლოგერს ბრალი ედება “მთიანი ყარაბაღის ტერიტორიებზე შესვლა და სეპარატიზმის მხარდაჭერა საჯარო გამოსვლებში”. ამ ბრალდებების საფუძველზე ლაპშინი ინტერპოლის საერთაშორისო ძიებაში იყო. ლაპშინს სამი ქვეყნის – რუსეთის, ისრაელისა და უკრაინის მოქალაქეობა აქვს. მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ ისრაელისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განცხადებები გაავრცელეს, თუმცა მინსკი შემხვედრ ნაბიჯზე არ წავიდა.

ლაპშინის აზერბაიჯანისთვის გადაცემის  ფაქტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთსა და ბელარუსს შორის სამოკავშირეო ურთიერთოებების სულისკვეთებისთვის შეუსაბამო უწოდა:

“7 თებერვალს ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ დახურულ რეჟიმში განიხილა და არ დააკმაყოფილა ლაპშინის საჩივარი ბელარუსის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაზე აზერბაიჯანისთვის მისი გადაცემის შესახებ”.

აქვე ნათქვამია, რომ რუსეთი ზომებს მიიღებს მისი მოქალაქის უფლებების დასაცავად.ბელარუსის გადაწვეტილებას სომხეთისა და ყარაბაღის მხარეების მწვავე განცხადებებიც მოჰყვა.

 

ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელი;

ალექსანდრ ლაპშინი; ფოტო: კავკაზსკი უზელი;

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი