ახალი ამბები

სახელმწიფო ქონების სააგენტო: GPB-ის შენობის გასხვისების საკითხს არ განვიხილავთ

7 თებერვალი, 2017 • 7876
სახელმწიფო ქონების სააგენტო: GPB-ის შენობის გასხვისების საკითხს არ განვიხილავთ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ 2016 წლის ნოემბერში სააგენტოში წარდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი (15464/12; 30.11.2016), რომელსაც დანართის სახით ახლდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.

სააგენტოს ცნობით, წერილში აღნიშნული იყო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა არის საკმაოდ მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, განსაკუთრებით მისი ადმინისტრაციული ნაწილი, რის გამოც ახალი „ნიუსრუმის“ მშენებლობისთვის ითხოვდნენ ალტერნატიული ფართის გამოყოფას და ამ თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას.

“სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოთქვა მზადყოფნა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მოეძებნა და შეეთავაზებინა ალტერნატიული ქონება (მიწის ნაკვეთი), თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (ე.წ. მესამე კორპუსში) საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა. მათი განცხადებით, მესამე კორპუსარის აბსოლუტურად მყარი და მის რემონტ გაცილებით ნაკლები სახსრები დასჭირდება, ვიდრე ახალი შენობის აშენება სხვაგან. მათივე ინფორმაციით, ასევე გაცილებით მოკლე ვადაში შესაძლებელი შენობის რეკონსტრუქცია და თანამედროვე სტანდარტებზე მორგება.

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ამ დროისთვის კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხს არ განიხილავს” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი