ახალი ამბები

აზოტის მუშების მხარდამჭერი მსვლელობა დასრულდა, 10 თებერვალს აქციის გამართვას ისევ გეგმავენ

7 თებერვალი, 2017 • 3822
აზოტის მუშების მხარდამჭერი მსვლელობა დასრულდა, 10 თებერვალს აქციის გამართვას ისევ გეგმავენ

აზოტიდან გათავისუფლებული მუშების მხარდასაჭერი აქცია, რომელიც 7 თებერვალს თბილისში გაიმართა, თავისუფლების მოედანზე იმ პირობით დაიშალა, რომ 10 თებერვალს თბილისში უფრო მასშტაბურ აქციას გამართავენ.

სანამ აქციის მონაწილეები დაიშლებოდნენ, მათი სურვილი იყო, რომ შეხვედროდნენ “საქართველოს ბანკის” წარმომადგენელს, აქციის მონაწილეების მხრიდან- ერთი პროფკავშირელი, ერთი სტუდენტი და აზოტის ქარხნის ერთი მუშა. თუმცა საქართველოს ბანკიდან აქციის მონაწილეებს არავინ შეხვედრია.

პროფკავშირები და აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ რუსთავის აზოტის ქარხანა საქართველოს ბანკმა შეიძინა. პროფკავშრების თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2017 წლის იანვარში გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ქარხნის მფლობელობა იცვლებოდა, მისული იყო ირაკლი გილაურიც, საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც როგორც ახალი მფლობელი, ისე იყო წარდგენილი, აცხადებს ალექსანდრია.

თუმცა საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ აზოტის ქარხანასთან არავითარი კავშირი არ აქვთ.

კომპანია “ეუ ინვესთმენთსი”, საჯარო რეესტრის მონაცემებით, აზოტის ქარხნის მფლობელია. პროტესტი გამოიწვია  აზოტის ქარხნიდან  350 მუშის გათავისუფლებამ, რომლებიც აცხადებენ, რომ ისე გაუუქმეს შრომითი ხელშეკრულებები, წინასწარ არ გაუფრხილებიათ და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც საშვები გაუქმებული დახვდათ.

აზოტის მუშების მხარდასაჭერი აქცია თბილისში 7.02.2017

მასალების გადაბეჭდვის წესი