ახალი ამბებირეკლამა

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა

6 თებერვალი, 2017 • 2429
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა

თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა.  ბანკის წარმომადგენელმა  ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში“, გადაცემა „ექიმების“ წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ გათამაშების შედეგად, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ორი სუპერ პრიზის მფლობელი – ზურაბ ერგეშიძე, რომელმაც გუდაურში ბინა მოიგო და ბაკურ ბეგაშვილი, რომელმაც ევროპაში სამოგზაურო საგზური მოიგო.

გარდა სუპერპრიზის მფლობელებისა, თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელმაც აქციის პერიოდში მობაილ ბანკით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ეს აღმოჩნდა თინათინ ლორთქიფანიძე, რომელსაც ბანკმა ასევე  აჩუქა ბინა გუდაურში. სიურპრიზის შესახებ მობაილ ბანკის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს თიბისი ბანკმა სწორედ გუდაურიდან, ერგეშიძეების ბინიდან სატელეფონო ზარით შეატყობინა.

აქციის ფარგლებში სულ 2000-მდე ადამიანი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრულ გათამაშებაში.

„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება ციფრულად მიმდინარეობდა და გათამაშების პრინციპი შემთხვევითობა იყო. არ გვინდოდა, ყველაზე აქტიური მომხმარებელი საჩუქრის გარეშე დაგვრჩენოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე ბინა გუდაურში, მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებლისთვის გადაგვეცა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აქცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სიხარულის მომტანი – 2000-მდე ადამიანი ფულადი პრიზით დავასაჩუქრეთ, 2 – ბინით, ერთი კი მოგზაურობით. ყველას მინდა მივულოცო თიბისი ბანკის სახელით და წარმატება ვუსურვო, სხვებს კი  მოვუწოდო, რომ გააქტიურდნენ ინტერნეტ და მობაილბანკში,“- განაცხადა თიბისი ბანკის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, თამუნა კირვალიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი