ახალი ამბები

გვარამია მდინარაძესთან დებატებზე: გადავახვიე, ვუყურე, ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი

5 თებერვალი, 2017 • 2222
გვარამია მდინარაძესთან დებატებზე: გადავახვიე, ვუყურე, ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი

“გადავახვიე. ვუყურე. ძალიან არ მომეწონა ჩემი თავი. ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, კორუფციაში ბრალდებისას ნერვებს რომ ვერ ვიმორჩილებ”, – ეს პოსტი ფეისბუკზე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირეტქორმა ნიკა გვარამიამ გამოაქვეყნა.

გვარამია საუბრობს გუშინ ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძესთან დებატების შესახებ, რომელიც სასამართლოს საკითხებს ეხებოდა.

უფრო ვრცლად აღნიშნული კამათის ამსახველ ვიდეომასალას შეგიძლიათ გაეცნოთ რუსთავი 2-ის ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი