ახალი ამბები

შველზე ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში [ფოტო]

5 თებერვალი, 2017 • 1575
შველზე ბრაკონიერობის ფაქტი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში [ფოტო]

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრაკონიერობის შემთხვევა მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში.

სამინისტროს ცნობით, ანტიბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.

“თოვლზე კვალის მიხედვით, შველი, სავარაუდოდ, ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს.

ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი