ახალი ამბები

კახა კალაძის ქონება და Harley Davidson-ები

5 თებერვალი, 2017 • 6325
კახა კალაძის ქონება და Harley Davidson-ები

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს ქონებრივი დეკლარაცია. დოკუმენტი კალაძის დეკლარირებულ ქონებას აღწერს 2016 წლის მდგომარეობით.

კალაძე, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს, ფლობს საცხოვრებელ სახელებსა და მიწის ნაკვეთებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უკრაინაშიც.

Screen Shot 2017-02-05 at 11.37.11 AM

Screen Shot 2017-02-05 at 11.38.14 AM

Screen Shot 2017-02-05 at 11.39.12 AM

გარდა უძრავი ქონებისა, კალაძე ფლობს ძვირადღირებულ ავტომობილებს, ჰარლი დევიდსონის 3 მოტოციკლს, ასევე ელენე ახვლედიანისა და გუდიაშვილის ნახატებს. 2016 წელს კალაძემ 20 000 ევროდ იყიდა მოტოციკლი HARLEY DAVIDSON BOBBER. ამავე წელს მინისტრმა 50 000 ევროდ შეიძინა მსუბუქი ავტომობილი FIAT 500 BI POSTO.

1

2

sometimes???✌️grazie @gate32milano?

A photo posted by Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) on

Its gym time?? A photo posted by Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) on

??✌️ #kaladze #harleydavidsonmotorcycles #harleydavidson #adidas #acmilan #tbilisi #georgia

A photo posted by Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) on

? #kaladze #tbilisi #harleydavidson A photo posted by Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) on

კალაძის და არეშიძის საბანკო ანგარიშების ნაწილი დეკლარაციის შევსების დროისთვის ასე გამოიყურებოდა:

1

2

კალაძე დეკლარაციაში უთითებს, რომ ნაღდი ფულის სახით ფლობს 20000 აშშ დოლარს. ფულის შემოსავლის წყარო – დანაზოგი.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, კალაძე წილებს ფლობს, როგორც საქართველოში ასევე უკრაინაში:

Screen Shot 2017-02-05 at 11.59.25 AM

Screen Shot 2017-02-05 at 11.59.44 AM

2016 წლის განმავლობაში კალაძის მიერ სამუშაოს შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 58 563 ლარი.

სხვადასხვა ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წელს კალაძისა და არეშიძის შემოსავალი ჯამში 1 734 023 ლარს შეადგენდა, ხოლო გასავალი 601 531 დოლარსა და თითქმის 300 ათას ევროს.

1

2

3

4

კალაძე დეკლარაციაში მიუთითებს, რომ 2016 წელს 300 000 ლარი ქველმოქმედებაზე დახარჯა.

Screen Shot 2017-02-05 at 12.24.31 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი