ახალი ამბები

‘არა’: სააკაშვილი მილიარდერია

31 ოქტომბერი, 2012 • 5838
‘არა’: სააკაშვილი მილიარდერია

“ძმებ შარანგიებზე არაერთი ცნობა და ინფორმაცია ვრცელდებოდა და ვრცელდება დღემდე, რომლის მიხედვითაც ისინი საქართველოში ფლობენ გარვეული სახის ბიზნესს. დღემდე გავრცელებული ცნობები იყო არასწორი და რეალობიდან დაშორებული. პრეზიდენტის გამდიდრების ერთ-ერთ ცენტრალურ წყაროს წარმოადგენს 7 ხელმძღვანელი პირისგან შემდგარი “ბიზნეს კარტელი,”- ამბობს ლევან ჩიტაძე, მოძრაობა “არას” წარმომადგენელი, თუმცა მხოლოდ 5 პირს ასახელებს: რეზო შარანგია (დოდიკა), ხვიჩა მაქაცარია, ბუთა ელიავა, გია ყარამანიშვილი და ლევან ყარამანიშვილი. 

 

“ისინი საქართველოში არ მოღვაწეობენ. მეზობელ ქვეყანაში არიან და ფლობენ “ბილაინისა” და “სოკარის” სოლიდურ წილებს.”

 

როგორც ჩიტაძე ამბობს, “ბიზნეს კარტელი” ამჟამად არაბთა გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება და ოფშორში დარეგისტირებულ საკუთარ კომპანიებს სხვა პირებზე აფორმებს.  

 

“ჯგუფი ამჟამად თვითგადარჩენის პროცესი აქტიურ ფაზაში იმყოფება. ისინი ცდილობენ ახალ ხელისუფლებას თავი მოაჩვენონ უდანაშაულო, პატიოსან ბიზნესმენებად და შევიდნენ ხელისუფლებასთან გარიგებაში. უკანონო, ბიზნეს–ტერორით მიღებული შემოსავლების დამალვას კი ოფშორულ რეგიონებში ცდილობენ.” 

 

ლევან ჩიტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს წყაროს, საიდანაც მოძრაობა “არას” აღნიშნული ინფორმაცია აქვს. გარდა ამისა, ლევან ჩიატაძის თქმით, გარკვეული მასალების მიწოდებას პროკურატურისთვისაც გეგმავენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი