ახალი ამბები

პროტესტი ინტერნეტში “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად

3 თებერვალი, 2017 • 35176
პროტესტი ინტერნეტში “რეალური სივრცის” მხარდასაჭერად

“მედიის ადვოკატირებისთვის” ავრცელებს ინფორმაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა იგეგმება. არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე GPB-ის განვითარების გეგმას მედიას ორშაბათს გააცნობს, თუმცა, კოალიციის ცნობით, მენეჯმენტმა გადაცემა “რეალური სივრცის” დახურვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რამაც არაერთი ადამიანის პროტესტი გამოიწვია. გადაცემის დახურვის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ პროტესტმა სოციალური ქსელებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლოს.

ნეტგაზეთი გთავაზობთ “რეალური სივრცის” მაყურებლების მოსაზრებებს გადაცემის შესაძლო დახურვის საკითხზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი