ახალი ამბები

მაია მიმინოშვილი: ყველაფერი მასწავლებლიდან არის დასაწყები

30 ოქტომბერი, 2012 • • 1330
მაია მიმინოშვილი: ყველაფერი მასწავლებლიდან არის დასაწყები

როდესაც ეროვნული გამოცდების ხელმძღვანელად წარგადგინეს, განაცხადეთ, რომ თქვენი პირველი რეკომენდაცია მინისტრის მისამართით 2012–2013 წელს არ საატესტატო, არამედ მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატრება იქნებოდა, თუმცა საბოლოოდ ორივეს ჩატარება გადაწყდა. რა მიზეზით შეჯერდით ამ გადაწყვეტილებაზე თქვენ და მინისტრი?


ეს იყო ჩემი ერთ–ერთი მოსაზრება, წელს გამოგვეცხადებინა, რომ გარდამავალი პერიოდია და არ ჩაგვეტარებინა გამოსაშვები გამოცდები და მხოლოდ ეროვნული გამოცდებით შემოვფარგლულიყავით. შემდეგ კი გვეფიქრა შესაბამის მოდელზე, თუმცა მსჯელობის ფარგლებში გამოიკვეთა ის პრინციპი, რომელსაც დაეყრდნობა საბოლოო ჯამში საგამოცდო მოდელი. მიუხედავად კონკრეტული ცვლილებებისა საგანმანათლებლო სისტემაში, მოდელი, რომელიც მოერგება ასეთ ცვლილებებს. შესაძლებელი იყო უკვე ამ მიმართულებით დაგვეწყო მუშაობა და ფაქტიურად წელს სკოლებისთვის გადაგვებარებინა გამოსაშვები გამოცდები. იცით, რომ წელს გამოცდების ეროვნული ცენტრი არ მიიღებს მონაწილეობას ამ გამოცდებში. პასუხისმგებლობა გადაეცემა მთლიანად სკოლას. უკვე გაისიდან, 2013 წლის შემოდგომიდან, დავიწყებთ იმ პრინციპით გამოცდების ჩატარებას რომელიც გამოცხადდა გუშინ.


მინისტრმა სკოლებისთის გამოცდების ჩატარების უფლების მინიჭება გარკვეული რისკების არსებობის მიზეზით ახსნა.

 

ეს ერთ–ერთი მიზეზია, მე რამდენადაც გავიგე დიმიტრი შაშკინმა ამას უპასუხა, და აღნიშნა, რომ არ წაუღია ბაზები და ეს ბაზები, არა განათლების სამინისტროში არამედ ემისშიაო, ემისი განათლების სამინისტრო ერთ–ერთი ნაწილია, ეს ის უწყებაა სადაც მარტივად დაბეჭდეს ყალბის ატესტატები, მე, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი, რომ ბანკი გახსნილია და ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ ვამბობ, რომ არსებობს დიდი რისკი, რომ ეს გამოჩნდეს გამოცდების წინ. ეს უკვე იქნება სკანდალი და ამ სკანდალის დროს მე პასუხი უნდა მქონდეს, რატომ ვერ დავინახე ეს რისკი და რატომ არ ვთქვი მანამდე, აქედან გამომდინარე ჩვენ თავიდან გვაქვს დასაწყები სამუშაო და შემდეგ სრული პასუხისმგებლობა ეროვნული გამოცდებს ცენტრზე იქნება.  

 

რადგან გაქვთ ეჭვი,  რომ შეიძლება გარკვეული რისკები არსებობდეს, რატომ დაინახეთ აუცილებლობა, რომ წელს საატესტო გამოცდები ჩატარებულიყო და მხოლოდ ეროვნული გამოცდები საფუძველზე არ გადაწყვიტეთ კონტიგენტის მიღება?

 

ერთინი ეროვნული გამოცდები რჩება, ხოლო სკოლა თვითონ წყვეტს  როგორი იქნება  ფორმატი გამოცდის, იქნება ეს ელემენტარული გასაუბრება, ჩათვლა თუ წერით გამოცდა, ამას წყვეტს სკოლა.  ძველი სახით გამოცდები ჩატარების რესურსი ნამდვილად არ აქვს სკოლას, მეტსაც გეტყვით ის რაც იგეგმებოდა 2013 წლისთვის სახელწოდბით 8+1, კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირებაზე უარი ითქვა. უნდა ჩატარებულიყო, ჩვეულებრივი საგამოცდო ტესტით, უბრალოდ კომპიუტერის გამოყენებით. მე არ ვაპირებ, უარი ვთქვა იმ სისტემაზე, რომელიც ძალიან ეფექტურია, რომლის დანერგვაც დავიწყეთ 2011 წელს,  სისტემა, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით ზომავს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს.

 

ალგორითმზეა საუბარი?


დიახ, ამზეა საუბარი და 2013 წლისთვის ეს არ იგეგმებოდა. უბრლოდ იქნებდა საგამოცდო ტესტი, რომელიც კომპიუტერის მეშვეობით მიეწოდებოდა მოსწავლეს.


სკოლები თუ თავად ჩაატრებენ საატესტატო გამოცდებს, ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ სხვადასხვა სკოლამ, სხვადასხვა ფორმის გამოცდები დააწესონ, ეს გამოიწვევს თუ არა არასამართლიანობის განცდას მოსწავლეებში?


იქნება  სხვადასხვა ტიპის გამოცდები ბუნებრივია, იქნება მარტივი და რთული ფორმით ჩატარებული გამოცდები, მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. აქ საუბარია იმაზე, რომ  ერთი წელი სანამ გადავალთ  უკვე სხვა ტიპის მოდელზე, სკოლებმა აიღონ ეს პასუხისმგებლობა. იყო საუბარი, რომ მოსწავლეები ერთი სკოლიდან მეორეში გადავლენ, ეს ჩემი აზრით,  ნამდვილად გაზვიადებულია, იმიტომ, რომ ამის პრევენციაც შეიძლება, თუმა მე არ შევუშლიდი ამას ხელს. აქ ელემენტარულად საუბარია, ერთი წლით ატესტატის გაცემაზე, იმავე პრინციპით, როგორც ხდებოდა 2011წლამდე.


ეს ერთი წელი, რომ შეგვეჩერებინა საატესტატო გამოცდები საერთოდ, რა შავდებდა ამით?


მიკვირს ეს შეკითხვა, იმიტომ, რომ ფაქტობრივად შეჩერებულია. სკოლას ისედაც აქვს უფლება კლასიდან კლასში გადასასვლელი გამოცდა დანიშნოს და არამხოლოდ მეთორმეტე კლასში. არის ასეთი სკოლები და შემიძლია ჩაოგითვალოთ. აქაც შეუძლიათ ზეპირი გამოცდა დანიშნოს, ჩათვალა, თუ სხვა ფორმა აირჩოს.


არსებობს, თუ არა გარანტია იმისა, რომ სკოლა ხარისხიანად შეძლებს  გამოცდების ჩატარებას?

 

2011 წლამდე ატესტატის გაცემა მთლინად სკოლაზე იყო დამოკიდებული. გასაგებია, რომ ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა ჩვენ ქვეყანას ჭირდბა, ამ საკითხზე მე ჩემი მოსზრებები მაქვს, მაგრამ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჯერ–ჯერობით, იმისთვის, რომ დავიცვათ ობიექტურობა, სამართლიანობა,  ჩვენ გვჭირდება ცენტრალური საგამოცდო სისტემა.  ეს სისტემა სრულყოფილი, რომ იყოს, ამას ჭირდება დრო, ერთი წელიც არ არის საკმარისი მინდა გითხრათ. მაგრამ ერთ წელიწადში კიდევ შეიძლება მოვაგვაროთ პრობლემა, ეფექტური ბაზა, დავალებთა ბანკი  შვქმნათ. ამიტომაც არავინ ამბობს უარს ცენტრალიზებულ საგამოცდო სისტემაზე, ერთი წლით სკოლებს ვუბრუნებთ პასუხისმგებლობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯია. დღეს მაქვს სკოლის დირექტორებთან შეხვედრა და მათთან მექნება ამ თემაზე საუბარი. აუცილებლობა გაჩნდა ამ ქვეყანაში იმისა, რომ გარე ორგანიზაცია არსებობდეს, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტურობას და სამართლიანად შეაფასებს თითოეულ მოსწავლეს, თუმცა ძალიან დიდი ბერკეტი უჭირავს სკოლას, რომლის გამოყენებაც არამც და არამც არ უნდა.  აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსწავლე იზრდება კონკრეტული მასწვლებლის ხელში და მასწავლებელმა შესანიშნავად იცის ამ კონკრეტული მოსწავლის შესაძლებლობები. გაცილებით უკეთ  ვიდრე ორგანიზაციამ ან კონკრტულმა პროფესიონალთა ჯგუფმა, მაგრამ ამ ბერკეტებს არ ვიყენებთ და იმასთან დაკავშირებით, როცა პედაგოგები გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ გამოსაშვები გამოცდები, მოსწავლები აღარ ივლიან სკოლაში, არ ისწავლიან ქიმია–ფიზიკას, ცუდია, რომ ასეთი ვითარება გვაქვს, ძალიან დიდი, როლის თამაში შეუძლია მასავლებელს. მე ძალინ მინდა, რომ სკოლას ეს როლი და ფუნქია დაუბრუნდეს. მასწავლებლის როლი პირველ რიგში  გააკეთოს ყველაფერი, რომ დააინტერესოს მოსწავლლე კონკრეტული საგნით, გაუჩინოს მოტივაცია. საბოოლო ჯამში მასწავლებელს აქვს ბერკეტი იმისა, რომ დადებითი შეფასბა არ მისცეს იმ მოსწავლეს, რომელიც არ ასრულებს  მასზე დაკისრებულ დავალებებს. ამას არ ვიყენებთ და გამოდის, რომ ის ბავშვი მაინც იღებს დადებით შეფსებას და გვჭირდება ორგანიზაცია, რომელიც მათ მაგივრად შესრულებს ფუნქციას. ცენტრალიზებულ მოდელებს აქვთ ბევრი დადებითი მხარე და როგორ შეიძლება ჩემზე მეტი გულშემატკივარი ყავდეს საგამოცდო სისტემას, ოღონდ უარყოფითი მხარეც თან დევს საგამოცდო სისტემას, თუ მას ადეკვატურად არ გამოიყენებ.  თუ ეს გახდა მასწავლებლების მოდუნების  საშუალება, თუ ამან ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის ორიენტირებას გამოცდისთვის მომზადებაზე, ხელი შეუწყო პასუხისმგებლობას აცილებას  თავიდან  და ერთადერთი მამოტივირებელი დავტოვეთ მოსწავლისთვის გამოცდა, ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში არასწორი იქნება, ეს პრობლემები არ დავინახოთ და არ ვაღიაროთ, რომ საგამოცდო სისტემა დიახაც ძალიან კარგ როლს ასრულებს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე სასწავლო პროცესში პედაგოგების გააქტიურება და მთელი მათი ნიჭის გამოყენება და საბოლოო ჯამში მოსწავლის დაინტერესება, რომ არა გამოცდის გამო შევიდეს გაკვეთილზე, არამედ იმის გამო, რომ მასწავლებელთან ურთიერთობა უნდა.


როგორ უნდა გავზარდოთ მასწავლბლის მოტივაცია, რომ ეს ბერკეტები თავადაც გამოიყენოს, უშუალოდ იმუშაოს მოსწავლესთან დააინტერესოს იგი ფიზიკით და ქიმიით, იმიტომ კი არ ისწავლოს, რომ წლის ბოლოს გამოცა აქვს ჩასაბარებელი, განათლების პოლიტიკის სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოცდები არ არის მაინცდამაინც კარგი საშუალება მოსწავლე სკოლაში დააბრუნო და მასწავლეელს მოტივაცია გაუზარდო.


მოდით ასე ვთქვათ, ერთ–ერთი ეფექტური ხერხი ნამდვილად არის, გარკვეული თვალსაზრისით, რაზეც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ.  თქვენი კითხვის პასუხად გეტყვით ერთს, თუ სახელმწიფო დაინტერესებულია ქვეყანაში იყოს მაღალი ხარისხის განათლება, ეს ძვირადღირებული სიამოვნება, მთავარი და მნიშვნელოვანი აქცენტი უნდა გაკეთდეს პედაგოგებზე, პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათ პროფესიონალიზმზე. ეს ერთი ხელის მოსმით არ კეთდება, აუცილებლად სტრატეგიული ნაბიჯებია დასაგეგმი ამ მიმართულებით. აქ საუბარი არაა სერთიფიცირებაზე და კონკრეტული ტესტირებით შეფასების მექანიზმზე, არამედ პრობლემატურ პედაგოგებს ეფექტურად დავეხმაროთ. ეს არ არის მოკლევდიანი  პერსპექტივა. ფინეთი არის გამორჩეული თავის საგანმანათლებლო სისტემით, იმიტომ რომ გამოღჩეულია მოსაწავლეების მიღწევებით, 20 წელიწადზე მეტი მოანდომა ამ ქვეყანამ განათლების სისტემის რეფორმირებას საბოლოო მიზნამდე. მე ყველა შემთხვევაში ხაზს გავუსვამ, რომ ყველაფერი მასწავლებლიდან არის დასაწყები, არა დასჯის მექნიზმებით, რომ შენ  არ ვარგიხარ, არამე პირიქით იმის გაგებით, თუ რა პრობლემები აქვთ და ამ ყველაფრის დაძლევით. როცა მასწავლებელი თავის სიმაღლეზე დგას და მის მოვალეობას პირნათლად ასრულებს, მეორეხარისხოვანი ხდება სკოლის რესურსებიც, სახელმძრვანელოები და ყველაფერი დანარჩენი.


2013–2014 წლიდან საატესტატო გამოცდები 2 წელზე გადანაწილდება,  რა სარგებელი ექნება ამ მიდგომას  უშუალოდ მოსწავლისთვის?


მათ 8 გამოცდა ერთად არ ექნებათ ჩასაბარებელი, ჩააბარებს გამოცდას იმ სასწავლო წლის ბოლოს, როცა ასრულებს ამ კონკრეტული საგნის სწავლას და პლუს,  შეეძლება განმეორებით გამოცდაზე, თუ პრობლემა შეექმნა და ბარიერი ვერ გადალახა რომელიმე საგანში.


იყო თუ არა განხილვის პროცესში მსჯელობა  8+1 მოდელზე?


ადრეც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ მე ამ მოდელით უმაღლეს სასწავლებლებში მიღების წინააღმდეგი ვიყავი, იმ ფორმატით…


ფორმატი, რომ შეგეცვალათ, ვთქვათ გაგერთულებინათ?


როგორ უნდა გამერთულებინა, თქვენ უნდა იყოთ გარკვეული დეტალებში, ფორმატი, რომ გაგვერთულებინა და მისაღები გამოცდების მსგავსი გამოცდები ჩაგვეტარებინა  ამას ჭირდება საგამოცდო ცენტრები, 15 საგამოცდო ცენტრი გვაქვს,  მათი კონტროლი მეტ–ნაკლებად შეიძლება. მოსწავლეებს სოფლიდან ვერ ჩამოიყვან საგამოცდო ცენტრში და ქალქში ვერ აცხოვრებ, ანუ სკოლაში უნდა ჩაატარო, 15 საგამოცდო ცენტრის კონტროლი შესაძლებელია,  2000 სკოლის ნაკლებად, ამის გამო შემოვიღეთ სწორედ ისეთი სისტემა, კომპიუტერზე  ადაპტირბული ტესტირების სახით, რომელიც საშუალებას იძლევა გადაწერის პრევენცია გააკეთო, რადგან სხვადასხვა დავალებები მისდით.


განათლების პოლიტიკის სპეციალისტების აზრით, მეტი ავტონომიურობა უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტს და თავად უკვეთავდეს სასურველ გამოცდებს გამოცდების ეროვნულ ცენტრს და მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდა იყოს ყველასთვის სავალდებულო.


ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზუსტად ასეა, იქ არის გამოცხადებული 3 სავლდებულო გამოცდა, ზოგადი უნარები, ქართული და უცხო ენა, დანრჩენ გამოცდებს უმაღლესი სასწავლებელი ირჩევს და უკვეთავს გამოცდების ეროვნულ ცენტრს. ანუ ის წყვეტს მისთვის მათემატიკაა პრიორიტეტული ფიზიკა თუ ისტორია.


მე გეკითხებით, რომ მხოლოდ უნარების გამოცდა იყოს სავალდებულო და თუნდაც უცხო ენა ან ქართული ენა თავად გადაწყვიტოს უნივერსიტეტმა უნდა თუ არ რომ ჩაბარებული ჰქონდეს მის პოტენციურ სტუდენტს.


მაშინ პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, რომ უნივერსიტეტში შემსვლელმა აბიტურიენტმა სახელმწიფო ენა არ უნდა ჩააბაროს,  ეს გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული ქართულიც არ იქნება სავლდებულო. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდამ, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს უნდა ჩააბაროს გამოცდა სახელმწიფო ენაში. თუმც მე არ ვარ პოლიტიკის წარმმართველი, თუ გადაწყვეტენ, რომ ეს არ უნდა იყოს სავალდებულო და უმაღლეს სასწავლებლებმა უნდა აარჩიონ, ეს არ იქნება არანაირი პრობლემა, აარჩიონ ისევე, როგორ ირჩევენ მათემატიკას, ფიზიკას და ისტორიას.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი