ახალი ამბები

სააკაშვილი: როცა საქართველოში ჩავედი, ხალხმა იცოდა ცეკვა, სადღეგრძელოების თქმა და სხვა არაფერი

3 თებერვალი, 2017 • 11114
სააკაშვილი: როცა საქართველოში ჩავედი, ხალხმა იცოდა  ცეკვა, სადღეგრძელოების თქმა და სხვა არაფერი

“როდესაც მე იქ ჩავედი, საქართველო  კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და სხვა არაფერი. ახლა კი საქართველო  მაღალტექნოლოგიური ქვეყანაა,” – ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანიიის, “Чернівецький Промінь”- ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, უკრაინელები ქართველებზე ცუდები არ არიან. პირიქით,  უფრო კანონმორჩილნი, უფრო შრომისმოყვარენი:

“რეფორმებისთვის უფრო მეტად გახსნილები არიან, ვიდრე ქართველები იყვნენ მაშინ. ახლა თაობა შეიცვალა და პოსტსაბჭოთა თაობა სხვანაირია.    როდესაც მე იქ ჩავედი, საქართველო  კარიკატურული ქვეყანა იყო, სადაც ხალხი ულვაშებით დადიოდა, იცოდნენ ცეკვა-თამაში, სადღეგრძელოების თქმა და სხვა არაფერი. ახლა კი საქართველო არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, 700 მილიონი დოლარის იარაღის ექსპორტი შეუძლია ამ წელს, ჩემი დაარსებული ქარხნიდან, საქართველოში ბევრი საინტერესო ინიციატივა ჩნდება ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, ბოლო მონაცემებით ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იმ დროს, როცა უკრაინა ყველაზე კორუმპირებულია ევროპაში. უკრაინაში ხალხი უფრო არის მზად რეფორმებისთვის, ვიდრე ჩვენ ვიყავით მაშინ.”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როდესაც უკრაინაში ნორმალური ხელისუფლება იქნება, ის იტყვის, რომ ქვეყანაში 30-40 მილიონი ტურისტის შემოყვანა სურს.

“უკრაინაში ტურიზმი   პოტენციური ზრდის ერთ-ერთი მთავარია წყაროა.  საქართველოში ახლა  საშინელი ხელისუფლებაა, თუმცა ყველა ინსტიტუტი მუშაობს და მთავარი, რასაც საქართველოს ეკონომიკა უჭირავს, ეს ჩემ მიერ  დატოვებული ტურიზმია. აქ კი რაღაც არანორმალური პოტენციალი არსებობს. ტურიზმს სჭირდება ისტორია, კულტურა, გასაოცარი სამზარეულო. ყველა  რაიონს, ყველა სოფელს საკუთარი სამზარეულო გააჩნია. მსგავსი არაფერი აქვს რუმინეთს, ბულგარეთს, ჩეხეთს, პოლონეთს, აქ კი არის. უბრალოდ, საჭიროა ხალხი. ”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი