ახალი ამბები

კბილაშვილი: ერთ კვირაში მთლიანად განახლდება პროკურატურა

30 ოქტომბერი, 2012 • • 867
კბილაშვილი: ერთ კვირაში მთლიანად განახლდება პროკურატურა

კბილაშვილის განცხადებითვე, პროკურატურაში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები უნდა განხორციელდეს და ცენტრალურ აპარტში არსებული სტრუქტურული ერთეულების ზედა დონის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების შეცვლა უნდა მოხდეს. ასევე, შეიცვლებიან საოლქო და თბილისის პროკურორები. ხოლო რაიონულ დონეზე თანამდებობებზე ყოფნის საკითხი  ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილება.

 

კბილაშვილი ამბობს, რომ მას დაჭირდება ერთი კვირა იმისთვის, რომ მთლიანად უზრუნველყოს საკადრო ცვლილებების საკითხი მთავარ პროკურატურაში. ასევე მიმართავს იმ პირებს, ვისაც სურვილი აქვს და შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნია, დღეს და ხვალ გაგზავნონ მათ მონაცემები, რათა მოხდეს  მათთან გასაუბრება და ერთი კვირის თავზე მთლიანად დაკომპლექტდეს მთავარი პროკურატურა, როგორც არსებული, ასევე, ახალი კადრებით. 

 

არჩილ კბილაშვილი ახალი ინიციტივით გამოდის. მთავარი პროკურორი ყველა პროკურორს ავალებს, რომ საქმის არსებითი განხილვა, რომელიც 3–4 თვის წინ დაიწყო და რომელიც დანიშნულია საერთო სასამართლოში, გადადონ და შეაჩერონ ორი კვირის ვადით. 

 

“ეს ეხება განაჩენის გამოტანის არდაშვებას და მიზანი შემდეგია, რომ მოხდეს უკანონო განაჩენების გადახედვა. პირველი კვირის განმავლობაში მთლიანად განახლდება პროკურატურა, ხოლო მეორე კვირაში განახლებული პროკურატურა გადახედავს ბრალდებებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს. ჩემი ეს განცხადება არ ეხება აღმკვეთ ღონისძიებებს, რომელიც მიმდინარე რეჟიმში ხდება, ასევე, ისეთ შემთხვევებს, როდესც 9– თვიანი საპატიმრო–საპროცესო ვადა ეწურება ბრალდებულს. ასევე არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როცა საპროცესო შეთანხმება იმ დონეზეა,  რომ პატიმარი ხვალ ან ზეგ უნდ გათავისუფლდეს,” – განაცხადა კბილაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი