ახალი ამბებიეკონომიკა

იანვარში საქართველოს 150 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

3 თებერვალი, 2017 • 3337
იანვარში საქართველოს 150 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 2017 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

2017 წლის იანვარის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 387 070 იყო,  რაც 2016 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 19.8 %-ით მეტია. აქედან იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი ან მეტი დრო დაჰყვეს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 154 083 იყო. ეს წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 32,4 პროცენტით მეტია.

2016/2017 წლის იანვარი საერთაშორისო ვიზიტები/ტურისტები
Create column charts

2017 წლის იანვარში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან  და ირანიდან განხორციელდა. იანვრის მონაცემებით, ყველა ამ ქვეყნიდან, გარდა თურქეთისა, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია.

საერთაშორისო მოგზაურები 2017 წლის იანვარი / ქვეყნების მიხედვით
Create your own infographics

ვიზიტორების მზარდი ტენდენციით ევროკავშირის ქვეყნებიდან იანვარში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი (შესაბამისად 47%, 32%, 32%, 25%, 23% და 18%), შუა აზიის ქვეყნებიდან  კი- ყაზახეთი (+32%), უზბეკეთი (+231%), თურქმენეთი (+184%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (+25%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (83%). იანვარში ვიზიტორებმა იმატა აზიის ქვეყნებიდანაც. კერძოდ, ომანი 13%-იანი მატებით. ასევე, დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 8%-იანი ზრდა.

საერთაშორის ტურისტების შედარებითი მონაცემები 16/17 წლის იანვარი
Create your own infographics

მასალების გადაბეჭდვის წესი