Screen Shot 2017-02-03 at 11.16.00 AM

საქსტატი: ტრანსპორტი, სურსათი, თამბაქო და სასმელები გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით კი ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, წინა თვესთან შედარებით ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა ტრანსპორტზე (7.2%), ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე (6.2%), სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე (4.2%).

საქსტატის ინფორმაციით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (22,4 პროცენტი), ხილისა და ყურძნის (8,9 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,1 პროცენტი), ზეთისა და ცხიმის (3,1 პროცენტი), თევზეულის (2,8 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ფასების მატება დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (10,1 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4,9 პროცენტი).

Screen Shot 2017-02-03 at 11.15.41 AM

Screen Shot 2017-02-03 at 11.16.00 AM

ავტორი