ახალი ამბები

უსუფაშვილი: პარლამენტის შენობა თბილისში საპარტნიორო ფონდისთვისაა გადაცემული

29 ოქტომბერი, 2012 • 1150
უსუფაშვილი: პარლამენტის შენობა თბილისში საპარტნიორო ფონდისთვისაა გადაცემული

“ჩვენ რაც ვიცით, ეს შენობა გადაცემულია ინფრასტრუქტურის თუ ეკონომიკის სამინისტროების აქტებით საპარტნიორო ფონდისთვის, იმ ფონდისთვის, რომელსაც ბატონი გილაური ხელმძღვანელობს და გილაურივეა ამ შემთხვევაში იმ შენობაში განთავსებული, თავისი ორგანიზაციით. შენობის გაყიდვა ვერ მოესწრო იმიტომ, რომ მყიდველებმა გაწელეს ეს პროცესი”, – აცხადებს უსუფაშვილი.

 

სს “საპარტნიორო ფონდი” 2011 წლის ივნისში დაფუძნდა და მისი საქმიანობის არეალია: ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულების ხელშეწყობა, განხორციელებული პროექტის განსახელმწიფოებრივება.

 

საპარტნიორო ფონდი, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი არის სახელმწიფო, ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. ფონდის დირექტორად ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური მიმდინარე წლის ივლისში დაინიშნა.

 

დავით უსუფაშვილის თქმით, ავეჯი, რომელიც თბილისში მდებარე პარლამენტის შენობიდან გაიტანეს, გადაცემულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და დაწესებულებეზე:

 

“რამდენად სწორად, რამდენად მიზანშეწონილად, ამაზე ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. ეს არის აუდიტის სამსახურის შესასწავლი”, – აცხადებს უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი