ახალი ამბები

თიბისი ბანკის ახალი ფილიალი დიღომში

29 ოქტომბერი, 2012 • 1669
თიბისი ბანკის ახალი ფილიალი დიღომში

ფილიალის საზეიმო გახსნის შემდეგ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა ღაძაძემ 2012 წლის 9 თვის ფინანსური შედეგები შეაჯამა და ასევე ისაუბრა სხვა არაფინანსურ მიღწევებსა და წარმატებებზე. 

 

თიბისი ჯგუფმა 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ძირითადი ფინანსური მონაცემები დინამიურად გაზარდა და მისი არსებობის მანძილზე მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწიაკერძოდ:

 

·  აქტივები 465 მილიონი ლარით გაიზარდა და 3 მილიარდ 806 მილიონ ლარს მიაღწია;

·  სესხების პორტფელი გაიზარდა 287 მილიონი ლარით და ამ დროისათვის 2 მილიარდ 408 მილიონ ლარს გადააჭარბა.

· 373 მილიონი ლარით გაიზარდა ანაბრების პორტფელი და ამ დროისათვის 2 მილიარდ 357 მილიონი ლარი შეადგინა.

 

წარმატებულად შეიძლება შეფასდეს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიის „ბანკი კონსტანტას“ ზრდის დინამიკაც. 2012 წლის განმავლობაში “კონსტანტამ” 45%-ით გაზარდა აქტივები, 40%-ით გაზარდა საკრედიტო პორტფელი,  244%-ით გაიზარდა ანაბრების პორტფელი.

 

2012  წელი ასევე წარმატებულად ფასდება თიბისი ბანკის სხვა შვილობილი კომპანიების მიერაც: თიბისი ლიზინგმა საკრედიტო პორტფელი 17%-ით პროცენტით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანში მოღვაწე “თიბისი კრედიტის” აქტივები 13.5%-ით გაიზარდა, საკრედიტო პორტფელი კი – 24%-ით. 24 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა “თიბისი ინვესტის” (ისრაელი) დეპოზიტების პორტფელი. რაც შეეხება თიბისი ბანკს, ანაბრების ბაზარზე ის კვლავ ინარჩუნებს ყველაზე დიდ წილს. საქართველოში კერძო პირების ანაბრების 33.7% დღეს სწორედ თიბისი ბანკშია განთავსებული.

 

ბანკის ამ წარმატებას არ ჩაუვლია საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოების გარეშე. თიბისი ბანკმა 2012 წლის განმავლობაში აიღო სამი უმსხვილესი საერთაშორისო ჟურნალის Global Finance-ის, Emeafinance-ისა დაEuromoney-ს ჯილდოები და დასახელდა როგორც 2012 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში.

 

გარდა ამისა, 2012 წელს Fitch-მა თიბისი ბანკის რეიტინგი ორ კატეგორიაში აამაღლა: გრძელვადიანი რეიტინგი გაიზარდა “B+“ დან  “BB-” მდე, ხოლო მდგრადობის რეიტინგი გაიზარდა “B+”დან  “BB-” მდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი