ახალი ამბები

განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი იქნება

29 ოქტომბერი, 2012 • 1310
განათლების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი იქნება

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა. 

მინისტრის განცხადებით, მას უკვე ჰყავს სამი მოადგილე, ესენი არიან– ქეთევან ნატრიაშვილი, თამარ სანიკიძე და დავით ზურაბიშვილი. ერთი მოადგილე კვლავ დასანიშნია, თუმცა, როგორც მარგველაშვილმა განაცხადა, ამ თანამდებობაზე ყოფილი მინისტრის არც ერთი მოადგილე არ განიხილება.

გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომა პირველმა დატოვა. მარგველაშვილის თქმით, სხდომაზე განათლების კუთხით ერთ–ერთი მთავარი განსახილველი თემა სოფლებში სწავლის ხელმისაწვდომობა და ბავშვების სკოლამდე მისვლის პრობლემები იყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი