ახალი ამბები

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მაღაროელების საკითხზე ისაუბრეს

29 ოქტომბერი, 2012 • 987
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მაღაროელების საკითხზე ისაუბრეს

„ეს ხალხი ამბობს, რომ შეიქმნას მცირე სამთავრობო, საპარლამენტო კომისია და ჩვენ შევდივართ მაღაროში,” – განაცხადა წერეთელმა.

აღნიშულთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ თქვა, რომ ჩავა ჭიათურაში და შემდგომი რეაგირების მიზნით შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, რასაც ზვიად ძიძიგურის პროტესტი მოჰყვა.

 

„ახლა ბატონი ზურაბი თუ წავა ჭიათურაში, ეს ნიშნავს, რომ ხვალ ფოთში მოხდება იგივე, ზეგ მოხდება ტყიბულში და ბატონმა ზურაბმა და კომიტეტმა უნდა დაადოს თავი და იაროს სხვადასხვა საწარმოებში”, – განაცხადა ზვიად ძიზიგურმა ბიუროს სხდომაზე.

 

მისივე განმარტებით, ტყემალაძის ინიციატივა მომხსენებელთა ჯგუფის შესახებ ჩიხში შემყვანი იქნება მომავალში:

 

„მომხსენებელთა ჯგუფიც ძალიან სერიოზულად ჩიხში შემყვანია სამომავლოდ. ეს უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში და არა პირველივე შემთხვევაში.”

ძიძიგურმა პრობლემის გაცნობის მიზნით ბიუროს სხვა ალტერნატივა შესთავაზა:

 

„საკითხი არის დაყენებული შესაბამის კომიტეტში, რომელიც განიხილავს. მოვიწვიოთ და აქ ჩამოვიდეს ის ხალხი და კომიტეტის სხდომაზე მოვუსმინოთ ერთი მხარესაც, მეორე მხარესაც.”

 

აღნიშნულ ინიციატივას დაეთანხმა ტყემალაძე, თუმცა ჭიათურაში ჩასვლა მის გეგმაში მაინც დარჩა.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მოუწოდა, რომ მსგავს საკითხებზე მუშაობის დროს ისეთი დაპირებები არ გასცენ, რომ საკუთარ თავთან მოვიდნენ წინააღმდეგობაში.

 

„ჩვენ რამე ისეთი არ დავპირდეთ იმ ხალხს, ან არ ვილაპარაკოთ, რომ მერე ჩვენ თვითონ შევალთ წინააღმდეგობაში“.

მასალების გადაბეჭდვის წესი