ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსურმა მხარემ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

2 თებერვალი, 2017 • 2320
ოსურმა მხარემ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკ-ოსეტიას ცნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით თბილისში მცხოვრები 26 და 39 წლის ორი ქალი დააკავეს. გამოცემა წერს, რომ ეს ნაბიჯი “სამხრეთ ოსეთში უკეთესი ცხოვრების საძიებლად გადადგეს”.

დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სამსახურის ინფორმაციით, კანონდამრღვევები ზნაურის რაიონის სოფელ ბალთას მიდამოებში დააკავეს.

დღეს, 2 თებერვალს, ინციდენტთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა:

“ჩვენ ჩართული ვართ მათი გათავისუფლების პროცესში. უკვე ამოქმედებული გახლავთ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მეშვეობით ცხელი ხაზი, რომელიც ასეთი ინციდენტების დროს ირთვება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ქალბატონები ნამდვილად არიან დაკავებულნი და ველოდებით, რომ ისინი განთავისუფლებულნი იქნებიან მაქსიმალურად მალე”.

მსგავსი ბრალდებით ოსური მხარის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავება პერიოდულად ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი